logo
ENG



ბოკუჩავა: ოპოზიციის ერთიანობა არის ივანიშვილის თავის ტკივილი

26 ნოე 201920:12
3 წუთის საკითხავი
 
0rwiwwbcbc6vl2t.jpg

მთელი ოპოზიციური სპექტრი ისევ ერთიანია და ბრძოლის შეწყვეტას დარბეული აქციის შემდეგაც არ აპირებს. გაგრძელდება პიკეტირება და არ არის გამორიცხული პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც მიმართონ შიმშილობის სახით. უცვლელია მთავარი მოთხოვნა - ხელისუფლებამ შეცვალოს საარჩევნო სისტემა. ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით ცვლილებათა კანონპროექტი უკვე მომზადებულია. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ანტისამთავრობო აქციების სტრატეგიაზე ლეიბორისტული პარტიის ოფისში მსჯელობენ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია შეინარჩუნებს ამ ერთიანობასა და პრინციპულობას, რათა მიაღწიოს დანაპირების შესრულებას.

„არსებობს კონსენსუსი, რომ უნდა გაგრძელდეს პროტესტი სანამ არ მივაღწევთ მოთხოვნების შესრულებას. ოპოზიციის ამგვარი ერთიანობა არის ბიძინა ივანიშვილის თავის ტკივილი და სწორედ ამიტომ, ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთიანობას, რომ ასეთი პრინციპულობით მივაღწიოთ იმ დანაპირების შესრულებას, რომელიც მმართველმა პარტიამ გასცა. არის შეთანხმება, რომ აქციები გაგრძელდეს პარლამენტთან, რათა თითოეული პლენარული სხდომის ჩატარება იყოს დისკომფორტი. ყოველთვის, როცა ექნებათ სხდომის ჩატარების მცდელობა, იქნება პიკეტირება და პროტესტი“, - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

დამატებითი განმარტებები გაკეთდება მას შემდეგ, რაც ოპოზიციის შეხვედრა დასრულდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიცია, სავარაუდოდ, გადაინაცვლებს პარლამენტთან.


close დახურვა