logo
ENG



ბოკუჩავა: შევიდა წესდებაში ცვლილება, რომ ჩვენ დავიცავთ იმ კვოტირებას, რაც არსებობდა კანონში

08 ივლ 202421:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/fk5att2kroky6iu.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, წესდებაში ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით ცვლილება შეიტანეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ფორმულასთან ისაუბრა. 

მისი თქმით, ენმ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. 

"ჩვენს წესდებაში შევიდა ცვლილება ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით, იცით, რომ ივანიშვილის პარტიამ ესეც გააუქმა, რაც იყო ძალიან დიდი ბრძოლის შედეგი, მათ შორის ქალთა მოძრაობის. ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, პარლამენტიდან, საპარლამენტო სიებიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან, მაშინ, როცა ემიგრაციაში მყოფთა 70% ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ქალები არიან, დედები არიან. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ქალები დავაბრუნოთ და ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად ქალების მონაწილეობას პოლიტიკაში. 

შევიდა წესდებაში ცვლილება, რომ ჩვენ დავიცავთ იმ კვოტირებას, რაც არსებობდა კანონში, რომელიც იყო სავალდებულო, მაგრამ გაუქმების შემდეგ თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს ჩვენს პარტიულ სიაში, მათ შორის ძალიან ბევრ ქალს", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

 

 

close დახურვა