logo
ENG



ბოკუჩავა გახარიას: ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია-გახარიას სახელს

29 მაი 202015:19
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში პრემიერ გიორგი გახარიას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას.

ბოკუჩავას თქმით, ქართველი ახალგაზრდები დასავლურ მომავალს იმსახურებენ.

„მე იცით რას ვთვლი, ბატონო გახარია, თქვენ ამით დაასრულეთ თქვენი სიტყვა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიამრთ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი სისხლიანი გეგმით უამრავი ადამიანი დაასახიჩრა. ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა.

ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ კარგ, დასავლურ მომავალს. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ. თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია-გახარიას სახელს და იმ მისამღერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს ახალგაზრდებმა. ასევე, არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული დაბურულმინიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერი. არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს  შიმშილის ინდექსით, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს. ასევე არ იმსახურებს, რომ ქვეყანა ივანიშვილის სათამაშო მოედნად აქციოს და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას“, - განაცხადა ბოკუჩავამ. 


close დახურვა