logo
ENG



ბოკუჩავა სუმბაევის გადაცემაზე:ივანიშვილი კრემლის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობს

24 ოქტ 201914:16
3 წუთის საკითხავი
 
lvajopuirybefzq.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ასეთი ტიპის გადაცემები უკვე პრაქტიკად იქცა.  

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი კრემლის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობს. საინტერესოა, ამ შემთხვევაშიც თუ მოიკითხა ქალბატონმა თეა წულუკიანმა, მოხდებოდა თუ არა ამ პირის ადამიანის უფლებების დარღვევა. სრული ცინიზმია, როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრი პუტინის რეჟიმთან დაკავშირებით, ასეთ განცხადებებს აკეთებს," - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს უკვე გადასცეს. მისი ადვოკატი ივანე ნორაკიძე სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მან იმ მანქანის შეჩერებაც სცადა, რომლითაც სავარაუდოდ სუმბაევი გადაჰყავდათ. რუსული მხარე საზღვარზე სუმბაევს 11:00 საათისთვის ელოდებოდა.

 


close დახურვა