logo
ENG



ბოკუჩავა შოთაძეზე: ამ დანიშვნებით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მას არ აინტერესებს ხალხის აზრი

17 თებ 202022:22
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“, გენერალური პროკურორორად შოთაძის დანიშვნაზე საუბრობს. ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილი  გახარიასა და შოთაძის თანამდებობებზე დანიშვნით საზოგადოებას აჩვენებს, რომ მას საზოგადოების აზრი არ აინტერესებს. ასევე, ბოკუჩავას განცხადებით ივანიშვილისთვის არჩევნები საზოგადოებისთვის ხელის გადაგრეხვის ღონისძიებაა.

„ივანიშვილმა თქვა, რო დიახ გახარია არის ოდიოზური ფიგურა, დიახ ის არის სიმბოლო 20-21 ივნისის ძალადობისა, მაგრამ მე მას დავაწინაურებ, მან ხალხ უთხრა, რომ მას არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი. იგივე მოხდა შოთაძის შემთხვევაში, პროკურატურის წინ იყო საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხის, შემდეგ ეს ადმიანები დაიძრნენ პარლამენტის წინ, პრინციპში ეს იყო ყველაზე ფართომაშტაბიანი გამოსვლა, რაც კი "ქართული ოცნების" პირობებში ყოფილა და მაშინ სწორედ მიიღო გადაწყვეტილება ივანიშვილმა გადაწყვეტილება შოთაძის გადაყენების და შემდეგ დააბრუნა ის. ამ დანიშვნებით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მას არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი, რადგან სწორედ საზოგადოებრივი აზრის უგულებეყოფით ის გააკეთებს ასეთ გადაწყვეტილებას და არჩევნებსაც ამ კონტექსტში უყურებს. ეს საშინელება, რაც ქვეყანაში ხდება უამრავი ადამიანის გაცრუებული იმედი, რომელმაც ხმა მისცა ივანიშვილს მათ შორის 2012 წელს, იმიტომ რომ იყო ბევრი მოქალაქე, რომელიც იყო უკეთესი მოლოდინით საარჩევნო ყუთთან მისული ეს ყველაფერი გამორიცხავს იმას, რომ ივანიშვილმა მოიპოვოს საზოგადოებრივო მხარდაჭერა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ძალოვნების გამოყენებით, ოპოზიციის დევნით, მედიის შეზღუდვით არასამთავრობოებზე თავდასხმით და ალტერნატიული რეალობის შექმნით რამენაირად ხელი გადაუგრიხოს ქართველ ხალხს“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა.

შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

 


close დახურვა