logo
ENG



ბოკუჩვა: ერთადერთი სამედიცინო ტექნიკა, რაც სააკაშვილის პალატაშია, წნევის აპარატია

11 ნოე 202122:47
3 წუთის საკითხავი
 
ბოკუჩვა: ერთადერთი სამედიცინო ტექნიკა, რაც სააკაშვილის პალატაშია, წნევის აპარატია

ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოინახულა. 

შეხვედრიდან გამოსულმა ბოკუჩავამ თქვა, რომ ექსპრეზიდენტს არანაირ სამედიცინო ტექნიკაზე წვდომა არ აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება. 

"მიხეილ სააკაშვილი არ არის სამედიცინო დაწესებულებაში. ერთადერთი, რაც არის მის პალატაში, არის წნევის აპარატი. 

მას რუსთავის ციხეში მეტი წვდომა ექნებოდა სამედიცინო ტექნიკაზე, ვიდრე აქვს გლდანის დაწესებულებაში, რომელსაც ხელისუფლება საავადმყოფოს ეძახის. ის ტომოგრფიის აპარატი, რაც მოიტანეს, ისევ ისე უფუნქციოდ დევს, დენის წყაროზეც არ არის შეერთებული. 

მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები არის მკვეთრად გაუარესებული. კალიუმის დონე არის 2.6. 2-ის ქვემოთ ეს მაჩვენებელი არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, შეიძლება გამოიწვიოს უეცარი ინფრაქტი ან ინსულტი. შესაბამისად, ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა. ნამდვილად არ არის ბევრი დრო. ბუნებრივია, ეს დაწესებულება". - თქვა ბოკუჩავამ. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 42 დღეა, შიმშილობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს. 


close დახურვა