logo
ENG



ბოლივიაში საპროტესტო აქციები გრძელდება

10 ნოე 201911:33
3 წუთის საკითხავი
 
acj5w6g0j0xpcth.jpg

ბოლივიაში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის შენობა დააკავეს. შენობა უკვე დატოვა ტელევიზიის დირექტორმა.

აქციის მონაწილეები ტელევიზიაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც არხმა დემონსტრაციების გაშუქება შეწყვიტა.

ქვეყნის პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებს გადატრიალების მცდელობა უწოდა. აქცია მიმდინარეობს პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც, სადაც დაცვის ნაწილი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა. მათ პოსტები დატოვეს და აქციას შეუერთდნენ.

გამოსვლები ბოლივიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესმა გაიმარჯვა. სამართალდამცველებთან შეტაკებებისას 380-მდე ადამიანი დაშავდა. 


close დახურვა