ბოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ირფან ხანი გარდაიცვალა. მსახიობი 53 წლის იყო.
2018 წელს ვარსკვლავს ექიმებმა იშვიათი დაავადების, ნეირო-ენდოკრინული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან მკურნალობის კურსი ლონდონის კლინიკაშიც გაიარა.
ირფან ხანი ჰოლივუდის ფილმებშიც მონაწილეობდა, მათ შორის ყველაზე ცნობილია "პის ცხოვრება" და "მილიონერი ღარიბთა უბნიდან."
მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ მისი კოლეგები და პოლიტიკოსები. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი მსოფლიო კინოსა და თეატრალური სამყაროს დიდ დანაკარგად შეაფასა.