ბოლნისში 22 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს. მისი ცხედარი სახლთან ახლოს, წყლის არხში იპოვეს.
ახალგაზრდა ქალი გუშინ გაუჩინარდა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.