პანდემიის პერიოდში გასული 24 საათი შეერთებული შტატებისთვის ყველაზე ტრაგიკული იყო. ქვეყანაში ვირუსს ერთ დღეში 1973 ადამიანი ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი 779 პაციენტი ნიუ-იორკში დაიღუპა.
შტატის გუბერნატორის ბრძანებით, რეგიონში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ. შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 435 ათასს აჭარბებს. დონალდ ტრამპი კი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება.