გასული დღე-ღამის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით 1,939 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა კოვიდ 19-ით ინფიცირების 28 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით ნიუ-იორკში 478 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომელიც შეზღუდვების მოხსნას ეხება, გამოეხმაურა ნიუ-იორკის გუბერნატორი. როგორც ენდრიუ კუომომ განმარტა, არავის დარწმუნება არ არის საჭირო, რომ სამსახურებს უნდა დაუბრუნდნენ. გადაიდო ქალაქში ივნისის თვეში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებებიც.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა საზღვრებზე დაწესებული აკრძალვების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რომელიც მაისის შუა რიცხვებამდე გასტანს.