ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი სულ 362 937 ადამიანს დაუდასტურდა.
ჩატარდა 35 928 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 639 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი 25 ივნისის მდგომარეობით 2.10%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 705-მდე.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა - 35, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 22, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951 საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 405, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 639 პირი, მათ შორის, თბილისში - 300, აჭარაში - 37, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში - 102, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 804 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო ივრცეებში გადაყვანილია - 24 885 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 767 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 547, პირი, აჭარაში - 621, იმერეთში - 1 058.