კიდევ ერთი ტრაგიკული დღე ესპანეთისთვის - ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდდა. ერთ დღეში ვირუსს 849 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რიცხვი კი, 8 189-მდე გაიზარდა. შექმნილი ვითარების გამო, მადრიდის ყინულის მოედნის შემდეგ, დედაქალაქში მეორე დროებით პროზექტურას აწყობენ.
გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი იტალიის ქალაქებში. სამთავრობო შენობებზე გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს. იტალიაში დაღუპულთა რიცხვი 11 ათას 500-ს აღემატება. საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულამდე გაახანგრძლივეს. ვირუსს ერთ დღეში 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა ბელგიაში. მათ შორისაა 12 წლის გოგონა, რომელიც ევროპაში კოვიდ 19-იტ გარდაცვლილი ყველაზე პატარა პაციენტია.