logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსს საფრანგეთში 240 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

25 მარ 202011:49
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალ კორონავირუსს საფრანგეთში 240 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1100 შეადგინა. ევროპულ ქვეყანაში, სადაც კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 22 ათასს აჭარბებს, გამოვლენილი შემთხვევები 12%-ით გაიზარდა.

რთული ვითარებაა ესპანეთშიც. ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს დახმარებას სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირის გამო სთხოვს. ბოლო მონაცემებით ესპანეთში ახალი კორონავირუსით 3 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 42 ათასს გადააჭარბა. იტალიის შემდეგ ევროპის ქვეყნებს შორის ესპანეთში კოვიდ 19-ის გავრცელების მხრივ ყველაზე რთული ვითარებაა.

ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ ინფიცირების კლების ტენდენცია ფიქსირდება იტალიაში. ნიუ-იორკში კი კორონავირუსის პიკისთვის ემზადება და ფედერალურ მთავრობას დახმარებას სთხოვს. მსოფლიოში კორონავირუსით ინციფირებულთა რაოდენობამ 420 ათასს გადააჭარბა. ბოლო ინფორმაციით, პანდემიას ჯამში 18 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 


close დახურვა