გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინას 40-ზე მეტი რაკეტა ესროლა.
გენშტაბში ამბობენ, რომ სარაკეტო თავდასხმის საფრთხე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე მაღალია.
"გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა გამოიყენეს 41 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, აქედან 5 ესროლეს ხარკივს, 16 რაკეტა უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსებმა განახორციელეს 24 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი საარტილერიო თავდასხმა. არიან დაშავებულები და დაღუპულები", - აცხადებენ უწყებაში.