ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
კომენდანტის საათის დარღვევისთვის 85 მოქალაქე დაჯარიმდა, 140 ადამიანს კი საჯარო შეკრებისა და დისტანციის დარღვევისთვის დაედო სანქცია.
96 ადამიანი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის.