logo
ENG



ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 84 მოქალაქე დაჯარიმდა

16 მაი 202011:42
3 წუთის საკითხავი
 
pc7j30xaktu27sg.jpg

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვის დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლიციამ 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა.

„მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დაჯარიმდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა