logo
ENG



ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოავლინდა

11 აპრ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 
myswb1wyueu0y3m.png

ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოავლინეს სამართალდამცველებმა. 59 მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 55 კი დისტანცირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

ფინანსური სახდელი დაეკისრათ ასევე მოქალაქეებს კარანტინის, გადაადგილებისა და ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ კანონი პირველ შემთხვევაში 3-ათასლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა