logo
ENG



ბოლო 3 კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 25 თეთრით გაუფასურდა

24 სექ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. ძვირდება იმპორტირებული პროდუქტიც. 

ლარი ბოლო სამი კვირის განმავლობაში 25 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 3.30 ლარი, ბანკებში კი 3.34 ლარი ღირს. ისტორიულ ანტირეკორდს გადააჭარბა ევროს ღირებულებამ. ჯამში, ბოლო სამ კვირაში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 25 თეთრით არის გაუფასურებული.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში, რამდენიმე ინტერვენციით, ჯამში 120 მილიონის რეზერვი გახარჯა, თუმცა ლარი ბოლო 10 დღის განმავლობაში უფასურდება.  


close დახურვა