logo
ENG



ბოლო 6 თვეში ახალ ზელანდიაში კოვიდის 1-ლი შემთხვევა დადასტურდა - ქვეყანაში ლოქდაუნი გამოცხადდა

17 აგვ 202116:10
3 წუთის საკითხავი
 
ბოლო 6 თვეში ახალ ზელანდიაში კოვიდის 1-ლი შემთხვევა დადასტურდა - ქვეყანაში ლოქდაუნი გამოცხადდა
AFP

ახალმა ზელანდიამ ლოქდაუნი კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის გამო გამოაცხადა. ეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

ვირუსი ოკლენდში კაცს დაუფიქსირდა და ის ერთი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნება, პარალელურად კი მომდევნო სამი დღე მთელ ქვეყანაში ლოქდაუნი იმოქმედებს. ქალაქი კორომანდელი, სადაც ინფიცირებული იმყოფებოდა, ერთი კვირით ჩაიკეტება. მიიჩნევა, რომ 58 წლის კაცი ინფიცირებულია გასული ხუთშაბათის შემდეგ.

პრემიერმინისტრის, ჯასინდა არდერნის თქმით, საჭიროა ყველაზე მკაცრი ზომები, სკოლებისა და ოფისების დაკეტვა.

"მინდა დავარწმუნო ახალ ზელანდიელები, რომ ჩვენ ვგეგმავდით ამ შემთხვევას. დროულად და მკაცრად მოქმედება აქამდე დაგვხმარებია", - განაცხადა მან.

ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ახალი შემთხვევა დელტა შტამს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით შემთხვევები აქამდე აღარ დაფიქსირებულა, მთავრობა საზღვრების გახსნას არ ჩქარობდა. გარდა ამისა, ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ამ ეტაპისთვის ახალ ზელანდიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 20 პროცენტი, ხოლო ერთი დოზა 33 პროცენტმა მიიღო.


close დახურვა