დაავადებათა კონტროლის ცენტრის 19:00 საათის მონაცემებით, 1 მარტს, საქართველოში კორონავირუსის 37 შესაძლო ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა დადასტურებული არც ერთი მათგანი არაა. სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი ქვეყნის მასშტაბით 130-ია. პაციენტები ამ დროისთვის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. სამი ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.
რესპუბლიკური საავდამყოფო დღეიდან საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზონები. საქართველოში ამ დროისთვის 5 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, აქედან სამი თბილისში მდებარეობს, 1 საჩხერეში და 1 აბასთუმანში.
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ექიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.
სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების მსგავსად სწავლა ორი კვირით გადაიდო უნივერსიტეტებშიც.
ვირუსით ინფიცირებული რაოდენობების შესაძლო მატების გამო, თბილისის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციის განკარგულება გასცა.
დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციას აძლევს და მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ვინაიდან ახალი ვირუსის გავრცელების არეალი ევროპის მასშტაბით იზრდება.