ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირებამ ახალი მასშტაბები შეიძინა. დაჯგუფება „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით 130-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. მზარდმა საჰაერო იერიშმა ისრაელის რამდენიმე ქალაქი მოიცვა. გამწვავებული ვითარების გამო ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქში ადგილობრივმა პალესტინელებმა მანქანები და ებრაელების სამლოცველოები დაწვეს. ავიაიერიშის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში მორიგი სტრატეგიული ობიექტი დაბომბა. ჰამასის პოზიციებზე იერიშებს დაჯგუფების სამი ლიდერის სიცოცხლე ემსხვერპლა. იერიშებს სულ მცირე 40 ადამიანი შეეწირა. აქედან ხუთი ადამიანი ისრაელმა, დანარჩენი კი პალესტინამ დაკარგა. ბენიემინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასს და ისლამურ ჯიჰადს ეს ძვირად დაუჯდება.
ბოლო ცნობები ისრაელიდან
12 მაი 202110:31
3 წუთის საკითხავი