ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ბოლონიიდან თვითმფრინავი დაეშვა.
მგზავრები აცხადებენ, რომ როგორც იტალიაში, ისე - საქართველოში საზღვარზე მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ იტალიაში პანიკა არ არის და ადამიანებს ნიღბებითაც ვერ შენიშნავ ქუჩაში.
ბოლონიიდან ჩამოსული ორი მგზავრი გადაყვანილია საავადმყოფოში. ერთი პაციენტი გორში, ერთი მოქალაქე კი ქუთაისში კლინიკაში გადაიყვანეს.
„ბოლონიაში სამედიცინო შემოწმება არ გამივლია, მაგრამ აქ კარგად შეგვამოწმეს. არანაირი პანიკა არ არის, საქართველოში უფრო პანიკობენ“, - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა.