წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასურველი ჩვენების მისაღებად. სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური და სიტყიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი წამების დეტალებს მედიასთან ჰყვება.
"მაჩვენებდნენ ფოტოს და მეუბნებოდნენ, რომ ხელი დამედო, თითქოს კონკრეტული პიროვნება დამნაშავე იყო. როცა მათი მითითება არ შევასრულე, დამიწყეს წამება. ყველაფერს რომ გავუძელი, ბოლოს პარკი ჩამომაცვეს და ამგვარად მაწამეს", - აცხადებს დაზარალებული.
ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში წამების ფაქტს პოლიტიკოსები აფასებენ და ამბობენ, რომ ეს უკვე სისტემური ხარვეზია. ქვეყანაში გაბატონებულია დაუსჯელობის სინდრომი და ამის გამო მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტები მზარდი ტენდეციისაა.
"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქართული ოცნება მუდმივად ცდილობდა ყველა უწყების დასუსტებას, მათ შორის პოლიციასაც. შესაბამისად, მივიღეთ მდგომარეობა რომ პროფესიონალები ან ციხეში არიან ან ორგანოების გარეთ. დღეს გვყავს უუფლებო და არაპროფესიონალი პოლიცია. მესამე კომპონენტია დაუსჯელობის სინდრომი. ის, ვინც ხელისუფლების ერთგულია, არ ისჯება", - განმარტავს ლევან თარხნიშვილი.