logo
ENG



ბორელი: ლვივზე თავდასხმა აჩვენებს, ქვეყნის არც ერთი ნაწილი არაა დაცული კრემლის აგრესიისგან

18 აპრ 202223:22
3 წუთის საკითხავი
 
ბორელი: ლვივზე თავდასხმა აჩვენებს, ქვეყნის არც ერთი ნაწილი არაა დაცული კრემლის აგრესიისგან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასავლეთ უკრაინის, მათ შორის ლვივზე თავდასხმები აჩვენებს, რომ ქვეყნის არც ერთი ნაწილი არ არის დაცული კრემლის თავდასხმებისგან.

"რამდენიმე კვირაა, რუსეთი უკრაინას ყველაზე ინტენსიური სარაკეტო თავდასხმებით უტევს. ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის განურჩეველ და უკანონო დაბომბვას", - განაცხადა ბორელმა.

ლვივს 5 რაკეტა 18 აპრილს, დილით ესროლეს.

ქალაქის მერის, ადნრეი სადოვიის თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა საცხოვრებელი კორპუსისა და სკოლის მინები ჩაიმსხვრა.

სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

რეგიონის სამხედრო გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, რომ მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშოები გრძელდება.


close დახურვა