logo
ENG



ბორელი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი რისკია, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას

08 სექ 202313:24
3 წუთის საკითხავი
 
ბორელი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი რისკია, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას

ამოცანები კარგადაა გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით, რაც უკვე განვაცხადეთ კიდეც ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ სამი მათგანი შეასრულეთ, თუმცა დანარჩენი ცხრის შესასრულებლად პროცესი ჯერაც მიმდინარეობს. თუმცა დრო მაინცაა მათ შესასრულებლად. უპირველესად უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია - პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური სფეროების, სასამართლო, საარჩევნო სისტემების რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. ამის მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს.

ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად. არამარტო იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ რათა თქვენს მოქალაქეებს ყოველდღიურობა გაუუმჯობესოთ. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. ეს არის რისკი რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტმა უნდა იმუშაოს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში, თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და გჭირდება წარმატებული თანამშრომლობისთვის.


close დახურვა