logo
ENG



ბორელის თქმით, ევროკავშირმა რუსეთს გაყინული აქტივები უნდა ჩამოართვას და უკრაინას გადასცეს

09 მაი 202210:22
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ რუსეთისთვის გაყინული სავალუტო რეზერვების ჩამორთმევა, უკრაინისთვის შემდგომი გადაცემისთვის, რათა ქვეყანას ომის მერე აღდგენაში დაეხმაროს.

როგორც ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი მილიარდობით დოლარის აქტივები გამოიყენა, რათა ტერორიზმის მსხვერპლთათვის კომპენსაცია გადაეხადათ, ასევე ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ.

ბორელი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთის რეზერვების მიმართაც უნდა იქნას მიღებული.

"მე ვიქნებოდი ძალიან მომხრე, რადგან ეს [ნაბიჯი] ლოგიკური იქნებოდა. ჩვენ გვაქვს ფული ჯიბეებში, და ვიღაცამ უნდა ამიხსნას, რატომ არის ეს [გადაწყვეტილება] კარგი ავღანური ფულისთვის და ცუდი რუსულისთვის", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.


close დახურვა