logo
ENG



ბორის ჯონსონი ახალი მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას იწყებს

13 დეკ 201919:49
3 წუთის საკითხავი
 
oyjosrkp0hxo8xq.jpg

ბორის ჯონსონი ახალი მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას იწყებს. პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში მას გუნდის წევრები ოვაციით დახვდნენ. მანამდე ის ბუკინგემის სასახლეში ელისაბედ მეორესთან აუდიენციაზე იმყოფებოდა.

დედოფალმა მას ახალი მთავრობის ფორმირების ნებართვა მისცა. მმართველმა კონსერვატორებმა ვადამდელ არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვეს. მეორე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია.

დამარცხების გამო მისმა ლიდერმა ჯერემი კორბინმა პოსტის დატოვება გადაწყვიტა. წარმატებულ შედეგს მიაღწია შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ. მისი ლიდერი რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ შოტლანდიას ევროკავშირის დატოვება არ სურს. 


close დახურვა