დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა მომდევნო წლის ბოლომდე გაგრძელდეს. თუმცა ჯონსონი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი ამ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებს.
ინდოეთში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრს ჰკითხეს აზრი დასავლური წყაროების შესახებ, რის მიხედვითაც ომი, შესაძლოა, 2023 წლის დასასრულამდე გაგრძელდეს.
ჯონსონმა განაცხადა, რომ "სამწუხაროდ ეს რეალური შესაძლებლობაა".
„პუტინს უზარმაზარი ჯარი ჰყავს. ის ძალიან რთულ პოლიტიკურ პოზიციაშია, რადგან მან კატასტროფული შეცდომები დაუშვა. ერთადერთი გზა, რაც მას ახლა ნამდვილად აქვს ამ საზიზღარი, მტანჯველი მიდგომის გაგრძელებაა - რომელსაც არტილერია უძღვება - ცდილობს უკრაინელების დათრგუნვას.
იმის მიუხედავად, რა სამხედრო უპირატესობის მობილიზებაც არ უნდა შეძლოს ვლადიმერ პუტინმა მომდევნო თვეებში - და მე ვეთანხმები, რომ ეს შეიძლება დიდი დროის განმავლობაში მოხდეს - ის ვერ შეძლებს უკრაინელი ხალხის სულისკვეთების დაძლევას", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარების მიწოდებას ისევე როგორც რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას.