logo
ENG



ბორის ჯონსონმა პარლამენტში ახალ დეპუტატებს უმასპინძლა

17 დეკ 201914:57
3 წუთის საკითხავი
 
k9z8ag0gjfz2aku.jpg

ბორის ჯონსონმა პარლამენტში ახალ დეპუტატებს უმასპინძლა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვესტმინსტერის სასახლეში კონსერვატიული პარტიის 109 ახალი წევრი მიიღო. ჯონსონმა პირობა დადო, რომ ბრექსითის დასრულების პროცესს დააჩქარებს. მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის კანონპროექტს პარლამენტს 20-ც დეკემბერს კვლავ წარუდგენს, თუმცა უცნობია გაიმართება თუ არა  კენჭისყრა, რადგან ამას თემთა პალატის ახალი სპიკერის თანხმობა სჭირდება. მთავრობა დოკუმენტში შესწორების შეტანასაც აპირებს, რომლის თანახმადაც პარლამენტს ბრექსითის გადავადების უფლება მომავალი წლის ბოლოდან აღარ ექნება.


close დახურვა