ბოროდიანკაში, ნანგრევებში კიდევ 41 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ბოროდიანკა კიევის ოლქში ყველაზე მეტად დაზიანებულია - ქალაქი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. რუსმა ოკუპანტებმა აქ მდებარე ყველა შენობას ესროლეს.
ქალაქის მერის, დენის მონასტრისკის თქმით, მოქალაქეები ყვებიან, რომ რუსი სამხედროები ძალიან დაბლა დაფრინავდნენ და სამოქალაქო დასახლებებს ასე ბომბავდნენ.
ბოროდიანკა ოკუპანტების ტყვეობიდან 2 აპრილს სრულად გათავისუფლდა. მას შემდეგ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. დღევანდლამდე ამ ქალაქში, ნანგრევებში, 43 ადამიანის ცხედარი იყო ნაპოვნი.
მთლიანობაში, კიევის ოლქის იმ ქალაქებში, რომლებიც უკრაინაში შეჭრიდან რუს ოკუპანტებს ჰქონდათ დაკავებული, 900-ზე მეტი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.