logo
ENG



ბორჯომის ცენტრალურ პარკთან კაცი მოკლეს

08 ივლ 202311:42
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომის ცენტრალურ პარკთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ფორმულას ინფორმაციით, ჩხუბის დროს ერთი პირი მძიმედ დაჭრეს - მისი გადარჩენა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმებმა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე 2006 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა