logo
ENG



ბორჯომში, მერიის სამხედრო აღრიცხვების სამსახურის უფროსი დააკავეს

19 მარ 202110:47
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომში, მერიის სამხედრო აღრიცხვების სამსახურის უფროსი ავთანდილ ტივაძე დააკავეს. ფორმულას ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საჯარო მოხელე გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ დააკავა და მას ქრთამის აღებას ედავება. საგამოძიებო სამსახურის მიერ მერიის თანამშრომლის წაყვანას ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილიც გვიდასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ საჯარო მოხელე გამოკითხვაზეა წაყვანილი და დაკავებული არ არის. 


close დახურვა