logo
ENG



ბორჯომში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

07 აგვ 202111:17
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ პირს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია АК 74-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

close დახურვა