ბორჯომში გაფიცულები სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ის ბორჯომში შუადღისას ჩავა. მანამდე პროტესტის მონაწილეებმა ადმინისტრაციისთვის სცადეს პირველი ჩამომსხმელი ქარხნის შესასვლელის გადაკეტვა, თუმცა მათ წინააღმდეგობა არ დასჭირვებიათ, მენეჯერები დღეს სამსახურში არ მივიდნენ. ადმინისტარციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ესკელაციის თავიდან ასარიდებლად მიიღეს. ცნობისთვის ქარხნები უკვე მეოთხე დღეა პრაქტიკულად პარალიზებულია.
ბორჯომში გაფიცულები ნინო ლომჯარიას ელოდებიან
09 ივნ 202213:14
3 წუთის საკითხავი