logo
ENG



ბორჯომში თანასოფლელის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

29 ოქტ 202111:25
3 წუთის საკითხავი
 
ბორჯომში თანასოფლელის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირში თანასოფლელის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით კაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარი სახლის ეზოში სანადირო თოფიდან ესროლა თანასოფლელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი ცოლს დანით ჭრილობები მიაყენა. როგორც შსს-ში ამბობენ, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და მკურნალობს.

პოლიციამ კაცი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას განზრახ მკვლელობას ედავებიან. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა