logo
ENG



ბორჯომში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - დაშავდა 7 ადამიანი

24 ივლ 202218:44
3 წუთის საკითხავი
 
ბორჯომში სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა - დაშავდა 7 ადამიანი
ტელეკომპანია ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ტრანსპორტში 14 მგზავრი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა