logo
ENG



ბორჯღალოსნებმა ბელგიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს

22 თებ 202017:21
3 წუთის საკითხავი
 
53d7m919c9ujznx.jpg

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურში, "აია არენაზე'', ბელგიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს 72 ქულით მოუგო. 

აკაკი ტაბუცაძემ პოკერი შეასრულა და ნაკრების რიგებში 5 ლელო დაუგროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან მაისაშვილის გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და ბელგიის ნაკრებს შეტევის საშუალებას არ აძლევდა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში 4 ლელო დადეს და ერთი საჯარიმო ლელოც მიითვალეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 33:6 მოიგო. საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმიც ფანტასტიკურად დაიწყო.

ცვლილებაზე შესულმა გიორგი ბეგაძემ ლელოთი გამოიჩინა თავი, რასაც ტაბუცაძის დუბლი და გორგაძის ლელო მოჰყვა. ბელგიელთა ჩათვლის მოედანში მე-9 ლელო გიორგი თხილაიშვილის ანგარიშზეა, ხოლო მეათე ლელო ზურა ძნელაძემ დაამიწა, რითიც შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მატჩს წერტილი აკა ტაბუცაძემ დაუსვა. ლელოს მორაგბემ პოკერი შეასრულა - თედო აბჟანდაძემ ტაბუცაძის ორივე ლელო გარდასახა და მატჩი ბორჯღალოსანთა გამარჯვებით, 78:6 დასრულდა.

 

 


close დახურვა