logo
ENG



ბოტსვანას პრეზიდენტი გერმანიას 20000 სპილოს გაგზავნით დაემუქრა

03 აპრ 202416:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/03/krka8uw6sej2o5r.jpg

ბოტსვანას პრეზიდენტი გერმანიას 20000 სპილოს გაგზავნით დაემუქრა. ამ წლის დასაწყისში გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სანადირო ტროფეის იმპორტზე შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს.

ბოტსვანას პრეზიდენტმა მოგკვიტსი მასისიმ გერმანულ მედიას განუცხადა, რომ ეს მის ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გააღარიბებს. მისივე თქმით, სპილოების რაოდენობა კონსერვაციის მცდელობების შედეგად მკვეთრად მოიმატა და ნადირობა კონტროლში დაეხმარათ.

მასისიმ გერმანულ გამოცემა Bild-ს უთხრა, რომ გერმანელებმა ისე უნდა იცხოვრონ ცხოველებთან, "როგორც ამის თქმას ცდილობენ":

"ეს ხუმრობა არაა".

ბოტსვანაში სპილოების მსოფლიო პოპულაციის მესამედი - 130 ათასი ინდივიდი ცხოვრობს.

მასისის თქმით, სპილოები ანადგურებენ საკუთრებებს, ჭამენ მოსავალსა და თელავნ ადამიანებს.

პოპულაციის შესამცირებლად წარსულში ბოტსვანამ 8 ათასი სპილო აჩუქა მეზობელ ანგოლას და ასობით სპილო შესთავაზა მოზამბიკს.

"გვსურს, რომ გერმანიას ასეთი საჩუქარი შევთავაზოთ", - თქვა მასისიმ და დაამატა, რომ უარს არ მიიღებს.

"მეშინია, რომ სპილოები მომკლავენ".

მარტში გაერთიანებული სამეფოს დეპუტატებმა სანადირო ტროფეების იმპორტზე აკრძალვას მხარი დაუჭირეს. თუმცა კანონად ქცევამდე პროექტმა დამატებითი შემოწმება უნდა გაიაროს.

ველური ბუნების მინისტრი გასულ თვეში დაიმუქრა, რომ 10 000 სპილოს გააგზავნიან ლონდონის ჰაიდ პარკში, რათა ბრიტანელმა ხალხმა გამოცადოს "როგორია მათ გვერდით ცხოვრება".

ბოტსვანა და სამხრეთ აფრიკის სხვა ქვეყნები უამრავ ფულს შოულობენ მდიდარი დასავლელებისგან, რომლებიც ათასობით დოლარს იხდიან ცხოველზე ნადირობისთვის და შემდეგ მის თავს ან ტყავს სახლში აბრუნებენ, როგორც ტროფეის. 


close დახურვა