ბოქლომი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარსაც დაადეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის გია თევდორაძის თქმით, სასამართლო სწორედ ის სახელისუფლო ინსტიტუტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის უზურპირებული.
მისივე თქმით, ის, რაც კარს იქითაა ეკუთვნის ხალხს და გასაღებიც გადაეცემა ხალხს.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა ბოქლომი საქართველოს პროკურატურის კარს დაადეს.