logo
ENG



ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს არანაირი ვირუსი არ დაუდგინდა

02 მარ 202011:46
3 წუთის საკითხავი
 

ლუგარის ცენტრიდან იმ 8 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

ბოლო მონაცემებით, მათ არც A და არც B ტიპის ვირუსი არ დაუდგინდათ. რაც შეეხება კიდევ 8 პაციენტს, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ბოქსირებული განყოფილების გამგემ, მარინა ენდელაძემ "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში, ამბობს, რომ ინფიცირებულ პაციენტებს განმეორებითი კვლევა რამდენიმე დღეში ჩაუტარდება. გარდა ამისა, 3 პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"19 პაციენტი არის მოთავსებული ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არიან კვლევის ფაზაში. დღეს ჩატარდება კვლევა და შესაბამისად ვინ გაწერას ექვემდებარება, გაეწერება სახლში. ინფიცირებულ პაციენტებს კიდევ ჩაუტარდებათ განმეორებითი კვლევა. დაახლოებით რამდენიმე დღეში. და თუ დაუდგინდათ რომ ვირუსი აღარ აქვთ გაეწერებიან სახლში“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. 

 


close დახურვა