logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა: სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

14 აპრ 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ კოვიდ 19 სასულიერო პირს დაუდასტურდა. მან ასევე განაცხადა, რომ დღის განმავლობაში კორონავირუსისგან განკურნებული ერთი პაციენტი გაეწერება საავადმყოფოდან.

„დამატებულია 5 პაციენტი. 21-პაციენტიდან 8 პაციენტია 18 წლამდე ასაკის. აქედან, 1 გაეწერება, მას გამოჯანმრთელება დაუდასტურდა. კვლევაში ჩაერთვება 10 ახალი პაციენტი. დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას.

სასულიერო პირს დადასტურებული აქვს კოვიდ 19-ის დიაგნოზი. გუშინ შემოიყვანეს - სულ ოჯახის სამი წევრია მოთავსებული და ვის ვისგან გადაედო არ ვიცით“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 68 გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა