ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს 21 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის პასუხებს ელოდებიან.
„კლინიკაში ამ წუთისთვის იმყოფება 33 პაციენტი. აქედან 10 პაციენტი არის კორონავირუსით ინფცირებული. 8 პაციენტის მდგომარეობა და ორი ახალის მდგომარეობა სტაბილურია. ერთს გამოვყოფდი, რომლის მდგომარეობა დანარჩენებთან შედარებით მძიმეა, მაგრამ მასთანაც ვინარჩუნებთ სტაბილურობას“, - განაცხადა კლინიკის ინფექციონისტმა თამარ ბადურიშვილმა.
ბოლო მონაცემებით კლინიკაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 39 ადამიანია, მათ შორის 10-ს კორონავირუსი აქვს , 10 იდან 7-ს კი პნევმონია. მხოლოდ 1 პაციენტი ითვლება კრიტიკულად, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.