გუშინ აღებული ბიოლოგიური სინჯების პასუხს ბოჭორიშილის კლინიკაში დღეს ელოდებიან. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული ხუთი პაციენტი მკურნალობს. მათგან სამს პნევმონია აქვს. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ექიმ-ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა, ამ დროისთვის უცვლელი და სტაბილურია.
„ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 14 პაციენტია, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან. აქედან 5 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან სამი გართულებული პნევმონიითა, მათი მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ სტაბილური. დარჩენილი ორი პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია. ველოდებით 5 პაციენტის პასუხს, მათთან ბიოლოგიური სინჯები აღებულია და დამატებით კიდევ ერთ პაციენტთან უნდა მოხდეს ბიოლოგიური მასალის აღება“, - განაცხადა კობახიძემ.