ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან.
ბოლო მონაცემებით კლინიკაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 72 პირი იმყოფება. მათ შორის 68 პაციენტს კოვიდ-19 უდასტურდება. დადასტურებულ შემთხვევებს შორის არიან არასრულწლოვნები თეთრიწყაროს კლასტერიდან . მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.