ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გადის მკურნალობას, - ამის შესახებ კლინიკის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
სოლოღაშვილის თქმით, 7-დან ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებაო. გარდა ამისა, ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარში და მათი პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე 14 პაციენტი მკურნალობას. აქედან 7 პაციენტს კოვიდ-19 აქვს დადასტურებული. გუშინ კვლევაში კვლევაში ჩაერთო 4 პაციენტი. ოთხივეზე მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს კვლევას დაემატება 3 პაციენტი და დაველოდებით მათ შედეგებს. 7 პაციენტიდან 3-ს შედეგები ლაბორატორიულად ხვალ შემოწმდება. ორ პაციენტთან მდგომარეობა საყურადღებოა. ჩვენს კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული ექიმი არ არის", - აღნიშნა სოლოღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 130 შემთხვევა დაფიქსირდა.