ბოჭორიშვილის კლინიკაში 46 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 23 კოვიდ ინფიცირებულია, მათგან 18 კი არასრულწლოვანი.
3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, აქ კოვიდ 19-ის 46 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 416 პირს გამოუვლინდა, 107 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.