ბრაზილიის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერი სულ მცირე 1 200 აქტივისტი დააკავა, ვინც დედაქალაქში სამხედრო შტაბის შენობასთან იყვნენ მობილიზებულები.
გარდა ამისა პოლიციამ კვირას, 8 იანვარს სულ მცირე 300 აქტივისტი დააკავა. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მეორე დღეა ბრაზილიის პოლიცია მობილიზებულია ყოფილი რადიკალი მემარჯვენე პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების ბანაკთან მას შემდეგ რაც, აქტივისტები ბრაზილიის სახელმწიფო ინსტიტუტებს დაესხნენ თავს.
8 იანვარს ისინი კონგრესის, უზენაესი სასამართლოს შენობებსა და პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა 2022 წლის ოქტრომბერში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გახდა. მან კაბინეტი პირველი იანვრიდან დაიკავა. ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
სილვამ პროტესტის შესახებ განაცხადა, რომ ეს "ფაშისტური თავდასხმაა", რომლის მიზანიც სამხედრო გადატრიალება და ქვეყნის სათავეში ბოლსონარუს დაბრუნებაა. ლულამ განაცხადა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებს "იპოვიან და გაასამართლებენ".
მისი თქმით ბოლსონარუმ არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო კამპანიით თავის მხარდაჭერებს აჯაყნებისკენ უბიძგა.
ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტი დღეს რეზიდენციაში დაბრუნდა და თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების მეთაურებთან თავდასხმების შესახებ შეხვედრა გამართა.
ბოლსონარუმ ბრაზილია ლულას ინაუგურაციამდე დატოვა და ახლა ფლორიდაშია. პროტესტს ის ტვიტერზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას მხარდამჭერები არ წაუქეზებია და მათი ქმედებები "კანონს მიღმაა".
„მშვიდობიანი დემონსტრაციები კანონის ფარგლებში დემოკრატიის ნაწილია. თუმცა, საჯარო შენობებში შეჭრა და განადგურება, როგორც ეს დღეს მოხდა, და ასევე 2013 და 2017 წლებში მემარცხენეების ქმედებები, კანონს მიღმაა“ - დაწერა ბოლსონარუმ ტვიტერზე.
მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს აჯანყება და ბრაზილიის ახალ პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორის იყო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის, ვინც აჯანყებას აღმაშფოთებელი უწოდა. ბრაზილიაში მომხდართან დაკავშირებით უკვე გაავლეს პარალელები 2021 წლის იანვარში აშშ-ის კაპიტოლიუმზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმასთან.
„მე ვგმობ ბრაზილიაში დემოკრატიასა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე თავდასხმას. ბრაზილიის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ და ბრაზილიელი ხალხის ნება ან უნდა შეირყეს“ - განაცხადა ბაიდენმა.
ჟაინ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იკავებდა. 2022 წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში ის მემარცხენე ლულა დე სილვასთან დამარცხდა, სილვამ ამომრჩეველთა ხმების 50.9% მიიღო. ლუი ინასიო ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი მეორედ გახდა. ის ამ პოზიციას 2003-2011 წლებშიც იკავებდა.