ბრაზილიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 1179 ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსანარუ კოვიდ 19-ის რისკებს ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაც არსებულ ვითარებაზეც აისახება. მსოფლიოში ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მეოთხე ადგილს იკავებს.
ქვეყანაში კოვიდ 19-ით მთლიანობაში 18 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზილიასთან მიმოსვლის აკრძალვას განიხილავს.