ახალქალაქის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ ბრალდებები სულ უფრო მძიმდება. საკნიდან გამოსული ოპოზიციონერი ამბობს, რომ მაღალჩინოსნის პირადი ტყვე იყო და მასზე დაკავებისას იძალადეს. აქვს კვალი. ზეწოლა, სექსუალური ძალადობის მუქარა და გაუპატიურების მცდელობა, - ამ ბრალდებებით და გამოძიების მოთხოვნით, არტურ მკოიანის ცოლმა პროკურატურას მიმართა. უცნობია, დაკითხავენ თუ არა შალვა ლომსაძეს, - დადანაშაულებული სამართალდამცველი ისევ ინარჩუნებს პოსტს პოლიციაში.
ბრალდება პოლიტიკურ დევნასა და ძალადობაში
05 სექ 202220:00
3 წუთის საკითხავი